logo
ENG



"ნაციონალური მოძრაობა" მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

14 ოქტ 201907:48
3 წუთის საკითხავი
 
2i8xy3rmdtzyzih.jpg

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ განიხილავს.პარლამენტმა კომისიის შექმნის საკითხი ექვსი თვის წინ უკვე ჩააგდო.

პროექტი კანონმდებლებს ამ კვირის მანძილზე წარედგინებათ. კომისიამ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი უნდა შეისწავლოს, კერძოდ ვინ ან რის საფუძველზე გასცა სპეცოპერაციის ბრძანება და ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები.


close დახურვა